მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორი აქტივების მოცულობით წლის ბოლოს მშპ-ს გადაუსწრებს" – ძნელაძე

5f5f3ccce73dd
ლიკა გურაბანიძე
14.09.20 21:00
1093

“საბანკო სექტორი და საბანკო სისტემა მთლიანი აქტივების მოცულობით წლის ბოლოს მშპ-ს გადაუსწრებს.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

ძნელაძის განმარტებითვე, 2020 წლის კრიზისი რომ არ მომხდარიყო, კრიზისამდე პერიოდის პროგნოზი მშპ-ს 4%-იანი ზრდა იყო. 

“იყო პროგნოზი, რომ საბანკო სექტორში მთლიანი აქტივები 2020 წლის ბოლოს მშპ-ს გაასწრებდა. რეალურად შეგვიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორი მთლიანად ეკონომიკის ნაწილში ერთგვარი ინდიკატორი გახდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მთლიანი საბანკო სისტემა უფრო დიდი იქნება, ვიდრე მშპ” - აღნიშნა ძნელაძემ.