მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორი, მისი ლიკვიდობის ბუფერებიდან გამომდინარე, ამ პროცესს მშვიდად აიტანს"

5f9576157a0af
ლიკა გურაბანიძე
25.10.20 16:57
757

“საბანკო სისტემის მომგებიანობის მნიშვნელოვანი კლება გამოწვეულია იმ ერთჯერადი თანხით, რომლის დარეზერვებაც საქართველოს საბანკო სისტემის მიერ მარტში მოხდა” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული კომერციული ბანკების 252 მლნ-იანი ზარალის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვასილ რევიშვილი ამბობს, რომ თანხის ერთჯერადად დარეზერვების გადაწყვეტილება უფრო სწორია, ვიდრე ამ რეზერვების მომავალ წლებზე გადანაწილება იქნებოდა.

“ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთან თანხის დარეზერვება იძულებით მოხდა. ქართულ საბანკო სისტემას ერთჯერადი დარეზერვების საბანკო ისტორია აქვს, რომელსაც ინვესტორი სწორად აღიქვამს და აქ 2008 წელს ვგულისხმობ. მე, როგორც ინვესტორი ვამჯობინებდი, რომ დარეზერვება მხოლოდ ერთხელ მოხდეს, როდესაც ეკონომიკისგან კარგს ისედაც არაფერს ველოდები” - განაცხადა რევიშვილმა.

მისივე თქმით, საბანკო სექტორში დინამიკა პოზიტიურია.

“თუ კვლავ რამდენიმეთვიანი ლოქდაუნი არ მოხდება ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორი, მისი ლიკვიდობის ბუფერებიდან გამომდინარე, ამ პროცესს მშვიდად აიტანს. ერთადერთი რისკი, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ლოქდაუნიდან გამოსვლა ეკონომიკის ფეხზე დადგომას არ ნიშნავს” - განმარტა ფინანსისტმა.