07.მარტი .2016 10:16

"საბერძნეთს შეუძლია ვალი მიგრანტების მხარდამჭერი ცენტრების აშენებით გადაიხადოს"

views 1098
უკან

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ საბერძნეთს შეუძლია ვალი მიგრანტების საქმიანობის მხარდამჭერი ცენტრების აშენებით გადაიხადოს.
 
"ლტოლვილების დროებითი საცხოვრებლები საბერძნეთის კუნძულებზე აშენდება, როდესაც მიგრანტები საბერძნეთში გადმოინაცვლებენ, ასეთი ცენტრების შენახვა საგარეო ვალს დაფარავს, რომლის გადახდაც სხვა ფორმით ვერ ხდება", - ციტირებს Reuters-ი პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც მან ჩეხურ სატელევიზიო Prima_ს ეთერში გააკეთა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ იდეის შესახებ მას ინიციატივა ერთ-ერთმა თანაშემწემ მიაწოდა. "ეს იდეა ორი კურდღლის დაჭერაში დაგვეხმარება", - განაცხადა მან.