სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა.
"ისევე როგორც გასულ პერიოდში, წელსაც სადაზღვევო ბაზარი ძალიან კონკურენტული იყო და სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3ჯერ გადაუსწრო კიდეც. ეს ფაქტია და ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების დონე დაბალია. სხვადასხვა სექტორში 20%-მდეც კი იყო ზრდა“,- განაცხადა მან.
ხეჩინაშვილი კონკრეტულ სექტორებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაიზარდა ავტომობილებისა და ჯანდაცვის დაზღვევის სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს კერძო დაზღვევის შეძენის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უუქმდებათ.
"მიხარია, რომ 10%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის სექტორში დაზღვეულთა რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა (თუ პენსიონერი ან უმწეო არ არის) როდესაც ეზღვევა, კარგავს საყოველთაო ჯანდაცვას. აღსანიშნავია, რომ საცალო გაყიდვებში გაჩნდა ზრდა, რომელიც საყოველთაოს ამოქმედების შემდეგ გაჩერებული იყო. გაიზარდა დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც, თუმცა 1 300 000 მანქანიდან 90 000-ია დაზღვეული. სექტორი პოტენციურ კლიენტებთან ძალიან ახლო კომუნიკაციაშია და გარდა ამისა, რაღაცები თავად ვითარდება, ძალიან კონკურენტული გარემოა ბაზარზე" , - განაცხადა ხეჩინაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?