მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადგურის მოედანზე" იყო 5-წუთიანი შეფერხება - თბილისის მერია

628df8a514b68
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 13:54
827

თბილისის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროში დღეს შეფერხება მხოლოდ 5 წუთით იყო, "ისიც "სადგურის მოედანზე".

“მეტროში მაქსიმუმ ხუთწუთიანი შეფერხება იყო. შეფერხება მხოლოდ რკინიგზის სადგურის დერეფანში იყო და ის 5 წუთის შემდეგ აღმოიფხვრა. ამის განზოგადება არ შეიძლება. მიზეზი არის ის, რომ გვაქვს ბევრი სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ასევე 26 მაისთან დაკავშირებით დიდი ტერიტორიაა გადაკეტილი. შესაბამისად, ამ პერიოდში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც დღეს მხოლოდ 5 წუთი შეფერხება იყო ვაგზლის მოედანზე”, - აცხადებს წილოსანი. 

26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ქალაქის ქუჩები რამდენიმე დღით ადრე გადაკეტა. დღეს Facebook-ზე მოქალაქეები წერდნენ, რომ მეტროში დიდი ოდენობით ხალხი იყო, რის გამოც  ვაგონამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.