მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადისტრიბუციო, მწარმოებელი და რითეილ სექტორში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებში მოხვდნენ"

60b50db8636eb
BM.GE
31.05.21 22:20
648

DBA ინიციატივით, სადისტრიბუციო, ადგილობრივ მწარმოებელ და რითეილ სექტორში დასაქმებული პირები ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებში მოხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. 

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია აცხადებს, აღნიშნული საკითხი მათი მხრიდან ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე დაისვა, რომელსაც მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"პანდემიის დროს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები შეიძლება ითქვას, წინა ხაზზე იყვნენ და იყო საფრთხე მათი ინფიცირების შემთხვევაში მთლიანად კომპანია გაჩერებულიყო და საფრთხე შექმნოდა მომხმარებელთა პროდუქციით უზრუნველყოფას. ეს საკითხი აქტიურად გავაჟღერეთ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც ესწრებოდა. მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინაციის მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს, ამ სექტორში დასაქმებული პირები პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან", - აცხადებს ივა ჭყონია.

მისი თქმით, საუბარია ათი ათასობით ადამიანზე, რომელიც აღნიშნულ სექტორებშია დასაქმებული. 

GDBA წევრების თანამშრომელთა კოორდინაციას ასოციაცია უზრუნველყოფს.

ასოციაციამ სადისტრიბუციო, ადგილობრივ მწარმოებელ და რითეილ სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ზეპირი დასტურის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს წერილიც გაუგზავნა.