12.მარტი .2020 12:51

"საექიმო სტაფი და ინფრასტრუქტურა მობილიზებულია, რათა ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ"

views 344
უკან

ჩვენი საექიმო სტაფი და ინფრასტრუქტურა მობილიზებული გვაქვს, რათა ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ინფექცია მსუბუქად გადაივლის ქვეყანაში და ინფექციის გავრცელება იქნება დაბალი. ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესი იყოს საშუალო ვადიანი. არსებობს მეორე სცენარი, რომლის თანახმად, შეიძლება პროცესი გავრცელდეს 12 კვირა, ეს გულისხმობს ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს და არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი.

პროცესის მართვა ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენი ინფრასტრუქტურა და საექიმო სტაფი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიყოთ მშვიდად, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი მოვდუნდეთ და არ ვიყოთ მობილიზებულები", - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა