მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაცია 70%-ით შეგვიმცირდა" - „გრადო"

62fd0c93aaf7d
ალა ისპირიანი
17.08.22 21:55
1005
სპირტისა და არყის საწარმო „გრადოს“ საექსპორტო ბაზარზე რეალიზაცია 70%-ით შეუმცირდა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გობეჩიამ Bm.ge-სთან განაცხადა. მისი თქმით, შემცირება გასულმა ორმა პანდემიურმა წელმა გამოიწვია, როდესაც რესტორნები და ბარები ფაქტობრივად დაკეტილი იყო.

მიმდინარე წელს კი, გობეჩიას თქმით, ხილის სეზონზე, საწარმოში მოლოდინი აქვთ, რომ პანდემიამდელ ნიშნულს გაუსწრებენ.

„ჩვენ მხოლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია არ გაგვაქვს, რადგან შიდა ბაზარზე სპირტის გაყიდვა მომგებიანი რა არის. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის შემთხვევაში აქციზის გადასახადი დიდია და ექსპორტზე რომ გაგვაქვს, იქ აქციზი და დღგ არ არის. რაც შეეხება მოლოდინებს, ახლა რეალიზაცია ნელ-ნელა იზრდება და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ სეზონზე ძველ მოცულობებს გავუსწრებთ", - განაცხადა  გიორგი გობეჩიამ. 

რაც შეეხება „გრადოს“ სასმელების ფასს, მისი თქმით იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხილი და მუშახელი გაცილებით იაფია ვიდრე ევროპაში, ქართული სპირტი კონკურენტუნარიანია.

„ამერიკის და ევროპის ბაზარზე ჩვენი პროდუქცია მსხლის სპირტი 1 ლიტრი 4 ევრო ღირს, ქლიავის სპირტი - 3.50 ევრო. საქართველოში ხილი და მუშახელი გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპაში და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ კონკურენტუნარიანები ვართ", - ამბობს იგი.