თხილის გადამმუშავებელი საწარმოების ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე თხილეულის ფასი იკლებს.
კომპანიების “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსისა” და “აგრითრეიდის” თანადამფუძნებლის, ლევან ბოლქვაძის თქმით, ფასის კლების მიზეზი თხილეულის ჭარბი მოსავალია. კერძოდ, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით თხილის მოსავალი გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს.
ლევან ბოლქვაძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლება, ადგილობრივი თხილის შესასყიდ ფასზეც აისახება, თუმცა ეს ფერმერების შემოსავლების კლებას არ გამოიწვევს, რადგან ისინი პროდუქციის შემცირებულ ღირებულებას გაზრდილი მოსავლის ხარჯზე დააბალანსებენ.
“აგრითრეიდისა” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებლის ინფორმაციითვე, წელს ადგილობრივ ბაზარზე ჯამში 25 000 ტონა თხილის გულის მოსავალი შეგროვდება. აქედან 16 000 ტონა თხილის გულის ექსპორტი უკვე განხორციელდა.
“ამ პერიოდში ბაზარი თხილეულით არის გაჯერებული. დაკლებულია, როგორც თხილის, ასევე ნუშისა და ნიგოზის ფასიც. მაგალითად, ნუშის მოსავალი ბოლო ორი წელია 30%-იან ზრდას აჩვენებს. უშუალოდ თხილის მოსავალი წელს 20%-ით მეტია. შესაბამისად, კონკურენცია გაიზარდა და ფასმაც იკლო. მაღალი ფასის მოლოდინი არც გვქონდა, თუმცა იმაზე მეტად დაიწია ვიდრე ველოდით. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წელს საკმაოდ კარგი მოსავალია. ჩვენი ვარაუდით საბოლოოდ თხილის გულის მოცულობა 25 000 ტონას მიაღწევს, აქედან 16 000 ტონა უკვე ექსპორტირებულია, რეალიზაციისთვის 6 თვეა დარჩენილი და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დარჩენილი მოცულობა საქართველოდან გავიდეს.
რადგან მსოფლიოში თხილის მოსავალი მოთხოვნას 20%-ით აჭარბებს, ადგილობრივ ბაზარზე თხილის შესყიდვა მაღალ ფასად ვერ მოხერხდება, თუმცა ფასის კლება ფერმერის შემოსავლის შემცირებას გაზრდილი მოცულობის გამო ვერ გამოიწვევს - ფერმერმა შესაძლოა კილოგრამზე ნაკლები თანხა მიიღოს, მაგრამ საბოლოოდ საერთო მოცულობის ხარჯზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს”, - განმარტავს ლევან ბოლქვაძე.
ცნობისთვის: bm.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, თხილის ყველაზე მსხვილ ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს შორის Georgian Products Renaissance-ი და “აგრითრეიდია”. აღნიშნული კომპანიები კახეთსა და სამეგრელოში თხილის გადამუშავებით არიან დაკავებული და 100%-ით ექსპორტს ახორციელებენ. ექსპორტირებული თხილის 70% ევროპაში იყიდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება