მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფრანგეთში ტრანსპორტი არ გაჩერდა, მაგრამ გაიზარდა ავტობუსების რიცხვი, ჩვენთან ამის რესურსი არ არის"

600db093e86ab
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 21:36
5170
საფრანგეთში ტრანსპორტი არ გაჩერდა, მაგრამ გაიზარდა ავტობუსების რიცხვი, ჩვენთან ამის რესურსი არ არის – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში, როცა არცერთ ევროპულ ქვეყანას მუნიციპალური ტრანსპორტი არ აუკრძალავს. გამყრელიძემ "ტვ პალიტრას" ეთერში გადაცემა "პოლიტ ქალაქში" ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე სერიოზული საშუალება მით უმეტეს სანამ ვაქცინაცია აქტიურად დაიწყება, არის მობილობის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვებიც ძალაში ამიტომ დარჩა.

“გაზაფხულზე და შემოდგომაზეც სერიოზული შედეგი სწორედ მობილობის შემცირებამ მოგვცა. ხშირად კითხულობენ ხოლმე–რა არის, კორონა იძინებს ღამით? რატომ არისო შეზღუდვები? არადა ეს არის მობილობის შემცირების ერთ–ერთი საშუალება. საფრანგეთმა ნახეთ რა ქნა? 6 საათზე გადმოიტანა კომენდანტის საათი და 12–საათიანი შეზღუდვა აქვს დაწესებული. არადა მათ აცრებიც დაწყებული აქვთ და ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაცაა, არა?

ვედრებით ხოლმე ძირითადად დასავლეთ ევროპას, სადაც შეინარჩუნეს ტრანსპორტი, მაგრამ აქ გაზარდეს ტრანსპორტის სიხშირე. იქ მეთვალყურეობა – ტრანსპორტში რამდენად ხდება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, უფრო სხვა დონეზეა… ჩვენი ქვეყნის რესურსი არ არის ისეთი, როგორიც საფრანგეთს და შვეიცარიას აქვს. როცა იქ ნათქვამია, რომ ავტობუსში უნდა იჯდეს 20 ადამიანი, ამის დაცვა ხდება, სამაგიეროდ ავტობუსები უფრო ხშრად დადიან. ამას სხვა რესურსი სჭირდება”,– აცხადებს ამირან გამყრელიძე.