საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული კომპანია PSP-ის მხრიდან მომხმარებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ფაქტზე საუბრობს. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში თურქული მედიკამენტები შემოტანა ნებადართული გახდა, რამაც ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ PSP-ში ფარმაცევტები მომხმარებელს მიზანმიმართულად ატყუებენ, რომ თურქული მედიკამენტები უხარისხოა.
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. რეფორმა იანვარში დავიწყეთ. ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და მაშინ ვთქვით, რომ თურქეთიდან შემოვიდოდა ხარისხიანი GMP-სტანდარტის მქონე მედიკამენტები. ეს განხორციელდა წარმატებით. მაშინ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის. ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ღიად აკრიტიკებდა ამ პროგრამას, მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო დიდი დარტყმა. თუმცა ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს წელიწადში. მედიკამენტები საკმაოდ გაიაფდა, 200-ლარიანი მედიკამენტები გახდა 30, 40, 50 ლარი. მინდა პირდაპირ დავასახელო კომპანია და განვაცხადო, რომ საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, ითქვა თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. არსებობს ასეთი ინფორმაცია და ამას გადამოწმება სჭირდება.
როცა შედის მომხმარებელი აფთიაქში და სურს კონკრეტული მედიკამენტი, ფარმაცევტი ეუბნება, რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ეს არის მტრობა პირდაპირ, უმსგავსობა. ამას სჭირდება რეაგირება. მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელია. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს... ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის... მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება არის ხალხზე ზრუნვა და რაც მათ სჭირდებათ, ის უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, რეფორმას ვერავინ შეაჩერებს. ამავე კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია ახალი კანონპროექტი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, რაც წამლებზე ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს. პრემიერს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული ფასების დაწესებას, რაც დამატებით თითქმის 40%-მდე გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა, ძალიან დიდ თანხას დაზოგავს. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის.
ეს არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, ეს არის აპრობირებული ევროპული გამოცდილება, ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან გადმოვიღეთ აღნიშნული პრაქტიკა და ამ რეფორმასაც წარმატებით განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე, იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში, წელს უკვე 80 მილიონ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ჩვენმა ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად და ჯამში, გაისად უკვე 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება