მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსი დავირუსებული პაციენტების მისაღებად მოამზადეს"

5e7af53a32af7
ელენე გოგბერაშვილი
25.03.20 10:07
2269

საგარეჯოს  "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრი მხოლოდ დავირუსებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც "ჯეო ჰოსპიტალების" ქსელის და სადაზღვევო კომპანიის "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, გუშინ ღამე დაცალეს და მოამზადეს საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი დავირუსებული პაციენტების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში  კლინიკა  ვირუსიანი პაციენტების მიღებას და მკურნალობას უზრუნველყოფს. 

"საგარეჯოში განთავსებული პაციენტები გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები. მარნეულის კლინიკა აგრძელებს მხოლოდ სიმტომებიანი პაციენტების მიღებას და მათ მართვას. კახეთში ამ დროისთვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ კლინიკა მზად არის"-აცხადებს ნინა კობახიძე.