20.ოქტომბერი .2020 21:40

"საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება" - ეკატერინე მიქაბაძე

views 217
უკან

„ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება", – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ექსპორტი 8,6 პროცენტით გაიზარდა და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27%-ია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო - TOP-10 უმსხვილესი პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა