მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5eda3e07c6a4e
BM.GE
05.06.20 16:42
828
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის ონლაინ განხილვა მოეწყო. შეხვედრის მთავარი მიზანი საკომიტეტო მოსმენამდე დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით კანონპროექტის საჯარო განხილვა იყო, რომელშიც კანონმდებლებთან ერთად, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, ვრცლად ისაუბრა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში საინვესტიციო ფონდების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამგვარი განხილვები ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესს და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას. ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეხვედრის მონაწილეებს საინვესტიციო ფონდების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.

კანონპროექტის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.