მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინვესტიციო სკაუტებს აინტერესებთ ყველაზე მთავარი - მუშახელის კვალიფიკაცია"

5f57957caf094
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 10:38
1082
"საინვესტიციო სკაუტებს აინტერესებთ ყველაზე მთავარი - მუშახელის კვალიფიკაცია“ - ამის შესახებ სააგენტოს "აწრმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიიდან, აშშ-დან და ესტონეთიდან ჩამოსული საინვესტიციო სკაუტების ინტერესებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვებს შეეხებოდა.

"როგორც ვიცით, საინვესტიციო სკაუტები უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდებს ურჩევენ, სად შეიძლება ჩადონ თანხა. ისინი ძირითადად ინტერესდებიან სერვისების დისტანციურად მიწოდებით, ასევე, ავტონაწილების, საჰაერო ნაწილების წარმოებით და ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული რაც არის - ელექტრონაწილების წარმოებით.

სკაუტები კომპანიებს უსვამენ ძალიან დეტალურ კითხვებს, რადგან თავად კომპანიები ყვებიან საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, მათ აინტერესებთ ყველაზე მთავარი - მუშახელის კვალიფიკაცია, რაზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ.

ამ დღეებში ისინი რეალურად ნახავენ რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს საინვესტიციო სექტორებში; ასევე, გავაცანით გეგმა, რომ ვმუშაობთ სექტორულ რეიტინგებზე, სადაც საქართველო ზოგან არ იყო ან სუსტად იყო წარმოდგენილი, იქ ვანახლებთ ჩვენს ინფორმაციას და ამ ინფორმაციით ყველა იმ წერტილში, სადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, გვინდა, საქართველო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი“, - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.