მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო კარგ ფინანსურ გადასახადს იხდის" - გიორგი გახარია

5e77d4e95f98b
ინგა მურუსიძე
23.03.20 01:12
1080
რომ იცოდეთ, საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო კარგ ფინანსურ გადასახადსაც იხდის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს საკარანტინო ოთახების დეფიციტი არ არსებობს.

„რომ იცოდეთ, საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო კარგ ფინანსურ გადასახადსაც იხდის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი ბიზნესის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიც. დღეს გამოწვევა ძალიან მძიმეა. ესპანეთში საუბედუროდ დღეს ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად, სახელმწიფო, ხელისუფლება, ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეეები ვზრუნავდეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, იმ მოქალაქეებს, ვისაც უჭირთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბები შევამციროთ, ვიღაცეები სპეკულირებენ იმისთვის, რომ ან მეტი ფული იშოვონ, ან მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვონ. მე ამაზე მეორედ კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა გახარიამ.