მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკლუბო ინდუსტრია კვლავ კულტურულ ღონისძიებათა სიაში გადის" - რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კლუბები?

5f228310827f1
სალომე მეცხვარიშვილი
30.07.20 12:19
926
“დედაენის ბარი” სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, გასულ კვირას სხვადასხვა ბარებისა და რესტორნების ორგანიზატორების დაჯარიმების შემდეგ კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის თბილისის მერიასთან.

შედეგად, მივიდნენ რამდენიმე გადაწყვეტილებამდე:

1. საკლუბო ინდუსტრია კვლავ კულტურულ ღონისძიებათა სიაში გადის და არ ხდება მისი განსაზღვრა, როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიებების.

2. გვეძლევა ღონისძიებების ჩატარების უფლება, რა თქმა უნდა, არსებული გამოწვევების და რისკების გათვალისიწინებით, მათ შორის30 ივლისი-1 აგვისტოს ვიქენდზე.

“ასევე გვინდა გითხრათ, რომ პარასკევს ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს-ომბუდსმენი.

შეხვედრაზე კიდევ უფრო დეტალურად გავივლით იმ წესებს, რომლის დაცვის შემთხვევაში, ერთის მხრივ, ჩვენ გვექნება საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების საშუალება და მეორეს მხრივ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სტუმრების უსაფრთხოება.

იმედი გვაქვს, რომ პროცესები წავა კონსტრუქციული გზით და ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ ორივე მხარის ჩართულობით, ბოლომდე იქნება დაცული.

რაც შეეხება 17, 18 ივლისს დაწერილ ჯარიმებს, ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა კვლავ ძალაშია.
ბოლო პერიოდში განივთარებული მოვლენებიდან გამომიდნარე, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება”,- ნათქვამია განცხადებაში.