21.მარტი .2020 14:39

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გიორგი გახარია

views 944
უკან

საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე არ ჩერდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან დღეს ამის საჭიროება არ არის.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილურობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხანდაზულების ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომი გამკაცრების საშუალებაც გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების შეზღუდვიდან დაწყებული, უფრო მკაცრი ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარია ბალანსი, ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქეების ჯამრთელობაზე ისე, რომ სრულად არ გავაჩეროთ ეკონომიკა. ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება. არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეიზღუდება, ამის საჭიროება არ დგას. ამ დადგენილებით მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის მოთხოვნასაც“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა