მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ამოქმედების შეფერხება მცირე ხარვეზებმა გამოიწვია" - "საქართველოს ბანკი"

5e43cfade8bfb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.20 14:25
1415
"1-2 თვეში ალბათ შესაძლებელი გახდება, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამით სარგებლობა", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი არველაძემ დღეს USAID-ის მიერ გამართულ ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ამოქმედების შეფერხება მცირე ხარვეზებმა გამოიწვია, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

"ალბათ ერთი ცალკეული პრობლემა არ იყო და რამდენიმე პრობლემისგან შედგებოდა; როგორც ეკონომიკის სამინისტროდან აცხადებდნენ, მუშაობენ რედიზაინზე. მცირე პრობლემებისგან შედგებოდა, რომლის პროგნოზირება საკმაოდ რთული იყო. დღეს ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემები იდენტიფიცირებული გვაქვს და მალევე შევძლებთ ამ პროგრამის გამოყენებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი - ბანკების მხრიდან არ დაეთმო სათანადო ყურადღება ტექნიკურ საკითხებს, რომ ინფორმაციის მიმოცვლა უფრო ავტომატიზებული ყოფილიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შემთხვევაში. 1-2 თვეში ალბათ შესაძლებელი იქნება ამ პროგრამით სარგებლობა“, - განაცხადა გიორგი არველაძემ.

ცნობისთვის: საკრედიტო-საგარანტიო სქემა ოფიციალურად 2019 წელს ამოქმედდა, მაგრამ ამ დრომდე პროგრამა ფაქტობრივად, არ მუშაობს. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იყო, რომელიც არ ათვისებულა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის რედიზაინზე მუშაობენ.