11.ივნისი .2021 12:23

"სამართალმა გაიმარჯვა" - საქპატენტის თანამშრომელი მის ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობს

"სამართალმა გაიმარჯვა" - საქპატენტის თანამშრომელი მის ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობს
views 1072
უკან

საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროს ირაკლი კასრაძის განცხადებით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე სწორედ მისი საჩივრისა და სამართლებრივი დავის შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

საქპატენტის უკვე ყოფილმა თავმდჯომარემ მინდია დავითაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან თანამდებობაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაინიშნა, ხოლო თანამშრომლის უფლებების დარღვევა ნამდვილი მიზეზი არ იყო.


„მოკლედ, გაიმარჯვა სამართალმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად, საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში.

ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არმქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით.

თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს, დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით.

თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის, ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი.

ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა.

მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში მედექით!!!

P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა!!!“, - წერს კასრაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა