მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამაშველო და სახანძრო ვერტმფრენებს მომდევნო წელს მოგვაწვდიან" - ბიუჯეტიდან ₾50 მლნ დაიხარჯება

632861e6aa34c
ინგა მურუსიძე
19.09.22 16:46
894
სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 50 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კაკაურიძემ ასევე თქვა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი სულ 70 მლნ ლარით იზრდება და 20 მილიონი პოლიციელთა ბინების მშენებლობისთვის დაიხარჯება.

„შს სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 70 მლნ ლარით და აქედან 50 მლნ გათვალისწინებულია სამაშველო ვერტმფრენების შესაძენად, ხოლო 20 მლნ პოლიციელთა ბინების მშენებლობისთვის, საქმე ეხება იწყება ახალ პროექტს, ე.წ. პოლიციის ქალაქს.

რაც შეეხება ვერტმფრენებს, მათი მოწოდება მომდევნო წელს მოხდება და ეს არის, როგორც სამაშველო ისე სახანძრო. ექნება სრული ეკიპირება - სამაშველო და სახანძრო ფუნქცია. საჭიროება გაცილებით მეტია, შეიძლება თვითმფრინავებიც გვჭირდებოდეს და დამატებით სახანძრო მანქანებიც, ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი საჭიროებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რა შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.