11.მაისი .2021 23:17

"სამედიცინო მომსახურებისთვის ჯიბიდან გადახდის პრაქტიკა იგივეა, რომ ადამიანმა თქვას, მიჭირდა და მოვიპარეო"

"სამედიცინო მომსახურებისთვის ჯიბიდან გადახდის პრაქტიკა იგივეა, რომ ადამიანმა თქვას, მიჭირდა და მოვიპარეო"
views 385
უკან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯიბიდან გადახების პრაქტიკაზე კვლავ საუბრობს. მისი თქმით, კარდიოქირურგიაში კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. როგორც მინისტრი ამბობს, ტარიფების გათანაბრების შემდეგ ჯიბიდან გადახდების ტენდენცია შემცირდა, თუმცა მისი განმარტებით, მსგავსი ფაქტები მაინც ფიქსირდება.

მას შემდეგ, რაც კლინიკები საერთო სატარიფო სისტემაზე გადავიდგენენ, სექტორს როგორც ეკატერინე ტიკარაძეთან ისე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა. კერძო სექტორი დღეს ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი და გიორგი გახარია საქმის კურსში იყვნენ, რომ კლინიკები დადგენილ ტარიფებზე ზევიდან პაციენტებისთვის თანხებს ჰონორარის სახით იღებდნენ. მათ ამის უფლება ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მისცა.

ამის საპასუხოდ სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების ხელძღვანელი არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ დამატებითი თანხების მიღებაზე თანხმობა სამედიცინო დაწესებულებს არ ჰქონდათ. მორჩილაძის განმარტებით, ჯიბიდან გადახდების პრაქტიკა გაუმართლებელია და დღეს კლინიკების მხრიდან მსგავსი პრეცენდენტების კონკრეტული მიზეზებით ახსნა გაუგებარია.

“თუ რომელიმე კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას სთხოვს პაციენტს, ისეთს რომელიც არ არის გათვალისწინებული ტარიფით და ისინი თავიდან დაეთანხმნენ ამ პირობებით საყოველთაოში ყოფნას, ამის გამართლება ძალიან ძნელი იქნება. ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, ადამიანმა რომ თქვას მიჭირდა და მოვიპარეო. შეხვედრებისას ერთადერთი რაზეც იყო საუბარი, არის ექიმის შერჩევა. მაგალითად ზოგიერთ კლინიკას შეიძლება ჰქონდეს სტანდარტული ტარიფი და თუ პაციენტი ითხოვს ექიმის აყვანას, შერჩევას, რომლის ჰონორარი მეტი ღირს, მაშინ გარკვეული შეთანხმება ფორმდება პაციენტთან და ის ამატებს თანხას. რამდენადაც ვიცი, მათ ამის უფლება აქვთ.” - აცხადებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე.

ცნობისთვის, კლინიკების ნაწილი ამბობს, რომ ჯიბიდან გადახდების პრაქტიკა დღეს არსებული ტარიფების ერთგვარი გამოძახილია, რადგან გაზრდილი კომუნალური გადასახადების და გაძვირებული იმპორტირებული სახარჯი მასალის ფონზე კერძო სექტორი არჩევანის წინაშე დგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა