სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმენეს.
მომხსენებლის, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ კოსტავას ინფორმაციით, 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, რომელიც გადანაწილებული იქნება ორ მთაზე კოხტასა და დიდველზე.
2018 წელს, საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე, ბაკურიანმა საქართველოს ისტორიის მანძილზე პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
შეჯიბრები ბაკურიანში, 16 თებერვალიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი 6 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს.
სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ჩემპიონატზე დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, ექიმი, მსაჯი მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, დღეისთვის 3 დისციპლინაში 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული ქულები.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. წელს უკვე გავიარეთ სამი ინსპექცია. დარჩენილია თოვლის ინსპექცია, რომელიც 16 იანვარს დაინიშნა. წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს 1300 სპორტსმენს და 400-მდე მწვრთნელს, ექიმს და დამხმარე პერსონალს. ველოდებით საერთაშორისო ფედერაციის 1900-მდე წარმომადგენელს. თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. შეჯიბრებებზე დასწრების შესაძლელბობა ყველა მსურველს ექნება, რადგან დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა ზურაბ კოსტავამ.
კომიტეტის სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის განმარტებით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, იქმნება. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს საბჭოს შემადგენლობა გააცნო.
„საბჭოს საქმიანობის მიზანი იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა და ამის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება“, - აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი