27.მარტი .2020 12:20

"სამი მოქალაქის გამოჯანმრთელებასთან დაკაშირებით პასუხები ხვალ იქნება"

views 108
უკან

საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, ლუგარი განმეორებით ანალიზს დღეს ჩაატარებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ჩვენთან მოთავსებული 13 ინფიცირებულიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მართალია დღეს არის მეათე დღე, მაგრამ ვინაიდან კლინიკური, პარაკლინიკური და ლაბორატორიული კვლევები დამაკმაყოფილებელია, დღეს განმეორებით ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზს. თუ არ დადასტურდა, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოში სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 81 მოქალაქეს, მათგან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და საკუთარ სამშობლოში გადაიყვანეს, 13 გამოჯანმრთელდა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში - 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.