მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამომავლოდ, მინდა, სახელოსნო მქონდეს, სადაც ყველა წესის დაცვით ვიმუშავებ" - "ნატუსის" გეგმები

628f5e21bfce8
მარიამ იზორია
26.05.22 19:55
1104
ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა. „ნატუსი“ - ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც მომხმარებელს ჭიქის დასადებებს, ლანგრებსა და პანოებს სთავაზობს.

როგორც bm.ge-სთან „ნატუსის“ დამფუძნებელი ნათია კიკნაძე აღნიშნავს, ნივთები ხელნაკეთია და ის სხვადასხვა ცოცხალი ყვავილების კომპოზიციებით ფორმდება.

მისივე თქმით, ჭიქის დასადებების ფასი 25 ლარია და ის, ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ იყიდება.

აღსანიშნავია, რომ "ნატუსიმ" რამდენჯერმე შეკვეთა საფრანგეთიდან და იტალიიდანაც მიიღო. სამომავლოდ სტარტაპი მცირე სახელოსნოს მოწყობას გეგმავს.

„ჭიქის დასადებებს, ლანგრებს, ყვავილების კომპოზიციებით ვაფორმებ. ვმუშაობ ეპოქსიდზე. ყველა კომპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება და არ მეორდება. სტარტაპი ძალიან მალე გახდა პოპულარული და უკვე რამდენჯერმე სხვა ქვეყნებიდანაც შემიკვეთეს. სამომავლოდ, მინდა, სახელოსნო მქონდეს, სადაც ყველა წესის დაცვით ვიმუშავებ, შესაბამისად, უფრო მეტი პროდუქტის დამზადებას შევძლებ. ახლა ამ ყველაფერს ერთ ოთახში ვაკეთებ, თუმცა სახელოსნოს გეგმას აუცილებლად განვახორციელებ“, - ამბობს ის.