26.მარტი .2020 12:19

"სამოქალაქო იდეა" კამპანიას იწყებს - #გადავარჩინოთსამუშაოადგილები

views 363
უკან

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" (თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) კამპანიას იწყებს - #გადავარჩინოთსამუშაოადგილები.

"ამ ძნელბედობის ჟამს, დარწმუმებული ვარ, ყველა ვფიქრობთ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი და დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას #გადავარჩინოთსამუშაოადგილები. გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში და დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური", - აცხადებს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, კამპანიის არსი მდგომარეობს შემდეგში - წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმებული ან გადადებულია.

"ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში, ყველამ ვისაც ასეთი ღონისძიება აქვს მომავალში დაგეგმილი, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი, თუ სახელმწიფო უწყებები, ე.წ სასაჩუქრე სერტიფიკატის პრინციპით, წინასწარ უნდა შეიძინოს საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, ჩვეულებრივ პირობებში 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით.

"სამოქალაქო იდეა" მზად არის, ამ მძიმე ჟამს მხარში დაუდგეს ბიზნესს და მოუწოდებს ყველა დანტერესებულ ორგანიზაციას შემოუერთდნენ კამპანიას #გადავარჩინოთსამუშაოადგილები", - აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა