მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო სამუშაოების დაზღვევის საკითხზე ვმუშაობთ" - ონოფრიშვილი

626fdccb5f426
მარიამ ვარადაშვილი
02.05.22 23:40
867
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ჩართულებით დაზღვევის ორ ახალ მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც ექიმთა პასუხისმგებლობისა და სამშენებლო სამუშაოების სავალდებულო დაზღვევას გულისხმობს.

“მუშაობის პროცესში ვართ. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში კანონპროექტები უკვე გვექნება. ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევას რაც შეეხება, ის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომელმაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას და იმ პირისთვისაც, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. მგონია, რომ ყველა მხარისთვის მომგებიანია.

სამშენებლო მიმართულებაზე მუშაობის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. ამ შემთხვევაში საუბარია მშენებლობის პროცესის ვადებთან დაკავშირებით. როცა გეუბნებიან რომ პირობითად ორ წელში უნდა დასრულდეს მშენებლობა, მსგავსი ტიპის დათქმების გადაზღვევა უნდა მოხდეს. ასევე მშენებლობის პროცესში, შესაძლოა, მის გვერდით მყოფ ქონებას, გარემოს ზიანი მიადგეს და ა.შ. მსოფლიოში ეს მიღებული პრაქტიკაა”, - განაცხადა ონოფრიშვილმა გადაცემა "საქმის კურსში".