05.სექტემბერი .2019 22:04

"სამშენებლო სექტორში კლება მხოლოდ საბანკო რეგულაციებით არ იყო გამოწვეული"

views 232
უკან

სამშენებლო სექტორში კლება მხოლოდ საბანკო რეგულაციებით არ იყო გამოწვეული - ამის გამომწვევი ფაქტორი იყო, მათ შორის, სამშენებლო რეგულაციები და ნებართვების გართულებული გაცემა, - ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში ე.წ “გაფუჭებული სესხების“ პროცენტული მაჩვენებელი იმდენად მცირე იყო, რომ განსაკუთრებულ დარეგულირებას არ საჭიროებდა, რაც საბოლოოდ ეროვნულმა ბანკმაც გაიზიარა.

ასევე მაჭავარიანმა თქვა, რომ  ბოლო ორი თვეა, რაც სამშენებლო სექტორში არის სოლიდური ზრდა და 6.1%-იან ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სამშენებლო სექტორია.

"იყო შეხვედრა დეველოპერებთან, ბანკებთან და ამ სფეროში მოხდა “შერბილება“. იპოთეკური სესხები ამ ეტაპზე დაახლოებით 25%-ით იზრდება. სამშენებლო სექტორში 16- თვიანი კლების შემდეგ, ვხედავთ ზრდას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა