მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, მომსახურების გაძვირებას ვერ გავექცევით" - Snap Fitness

604f8c1682d60
ნუცა ბაზლიძე
21.03.21 21:30
1246
15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა ფუნქციონირება განაახლეს. „ქალების ნარატივის“ სტუმარი, ფიტნესცენტრ Snap Fitness-ის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აბონიმენტის ფასი უცვლელად შეინარჩუნეს, მაგრამ covid-რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომსახურების გაძვირება მოუწევთ.

„ვეცადეთ და გამოგვივიდა, რომ ახლა მომხმარებელს აბონიმენტის ტარიფი გაზრდილი არ დახვდებათ, მაგრამ ხარჯები საგრძნობლად მომატებულია და მომსახურების გაძვირებას მაინც ვერ გავექცევით. ეს ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ გვიწევს. გასათვალისწინებელია დოლარის კურსიც - ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და ხარჯი დოლარში გვაქვს", - ამბობს Snap Fitness-ის დირექტორი.

ამასთან, Covid-ით გამოწვეულ ახალ ხარჯებს შორის, როგორიცაა სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები და პირბადეები, სოფო სოლოღაშვილი თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირების ხარჯს გამოყოფს.

„საჭიროა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა ტესტირება; როგორც ცნობილია, 1 თვის განმავლობაში ამ ხარჯს გვინაზღაურებს სახელმწიფო, მაგრამ შემდეგ ეს ხარჯიც დაგვემატება“, - აღნიშნა მან.