მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანამ ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფომ საზოგადოების დაუცველ ფენებზე უნდა იზრუნოს"

5e099e391badd
თათია ჩაფიჩაძე
30.12.19 10:49
829
"სანამ ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე", - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა.

გახარიამ 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება.

"2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს და ასევე, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს პენსია გაეზრდებათ ჯერ 20 ლარით, ასევე მინდა აღვნიშნო რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს – დამატებით 30 ლარით და მთაში მცხოვრებ პენსიონრებს, დაახლოებით 300 ლარი ექნებათ. ასევე სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდება დაახლეობით 300 ლარით.

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე მორგებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, ვისაც სჭირდება დახმარება და ესენი გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად სახელფასო ზრდა ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და კულტურის მუშაკებს", - აღიშნა გახარიამ.