მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციები რუსეთს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს" - ზვიად ჭუმბურიძე

62233321e3c13
მარიამ იზორია
05.03.22 18:20
1609

EUGBC-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე #BMGDRIVE-ში აღნიშნავს, რომ ის სანქციები, რაც მსოფლიომ რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაუწესა ქვეყანას, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად გაანადგურებს.

მისი განმარტებით, ის ნარატივი, რომ რუსეთი თავის შენახვას ადგილობრივი წარმოებით შეძლებს, სიმართლეს არ შეესაბამება და სანქციების შედეგებს მოსახლეობა უახლოეს პერიოდში იგრძნობს.

„სანქციები რუსეთს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. ისინი მოსახლეობას და პოლიტიკოსებს, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად გაანადგურებს. ამ ფსიქოლოგიური წნეხის დასტურია რიგები ბანკებთან. რუსეთი ადგილობრივი წარმოებით თავს ვერ შეინახავს, ეს გამორიცხულია. ქვეყანა ექსპორტისა და იმპორტის მხრივ ევროპაზე, ამერიკასა და ჩინეთზეა დამოკიდებული.

სექტორებს შორის პირველი, სამხედრო წარმოება ჩამოიშლება. ამასთან, ის აქტივები და მილიარდები, რომელსაც რუსეთი ფლობს განწირულია - ვერანაირი ტრანზაქცია ვერ გაკეთდება, ამ ტიპის ემბარგოს რუსეთი კი არა სუპერსახელმწიფო, ამერიკაც ვერ გაუძლებს. რაც შეეხება საბანკო სისტემას, ის უახლოეს თვე-ნახევარში სრულიად თუ არა, ისე ჩამოიშლება, რომ მისი გამართვა შეუძლებელი გახდება“ - ამბობს ჭუმბურიძე.