საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო გაიხსნა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და ნაწილების ლიცენზირებული მიმწოდებლის სტატუსი მიიღო.
საწარმოს იურიდიული სახელია სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" და ის ეტაპობრივად საკუთარი წარმოების ზრდას გეგმავს. არსებული გეგმის მიხედვით, კომპანია წლიურად $60 მილიონის გაყიდვებზე უნდა გავიდეს.
საპარტნიორო ფონდი კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს, შესაბამისად მის შესახებ ინფორმაცია ფონდის 2019 წლის აუდიტირებულ ფინანსური ანგარიშგებაში მოხვდა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საწარმოს შემოსავალი 12,1764,000 ლარი იყო, ხოლო წმინდა ზარალმა 26,741,000 ლარი შეადგინა.
2020 წლის დასაწყისში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ Elbit-ი ფონდის ვალდებულების დაგეგმილზე სწრაფ გამოსყიდვას გეგმავს.
"მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოიყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა," - განაცხადა 2020 წლის თებერვალში დავით საგანელიძემ.
თავის მხრივ, საწარმოს მიერ გამოშვებული ძირითადი პროდუქცია სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საუბარია კომპოზიტურ (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილებზე, რომლებიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის ელემენტებს წარმოადგენენ. კომპანია Boeing-ის არაერთი მოდელის თვითმფრინავის ძირითადი ელემენტები ალუმინის ნაცვლად სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან მზადდება. როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ Boeing-ის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საწარმოს გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 128,151,000 ლარს შეადგენდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი