10.მარტი .2020 17:45

"საპატრიარქომ გვითხრა, რომ შემოგვეხმიანებიან" - გამყრელიძე ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარებაზე

views 225
უკან

ერთ-ერთმა იმპორტიორმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა, სადეზინფექციო საშუალებების საპატრიარქოს უფასოდ გადავცეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არაერთმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, სხვადასხვა კუთხით გაეწია დახმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის.

„რაც შეეხება ეკლესიებს. საკითხი ეხება საზოგადოებრივ ჰიგიენას და ყველა დაწესებულებას. გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ გააკეთა განცხადება, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეკლესიებში შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთ. ამის შემდეგ, როცა ეს ინფორმაცია მივიღეთ, დავალება მივეცით გარემოს დაცვით სამმართველოს, სადაც ხორციელდება სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაცია, რომ ქველმოქმედების წესით მოეძიებინა საშუალება იმისთვის, რომ ეს პროცესი განგვეხორციელებინა.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესმენებს, ერთმა სტამბამ შემოგვთავაზა საპრომოციო, მასალის ბეჭდვა უფასოდ. ამიტომაც მივმართეთ რამდენიმე იმპორტიორს სადეზინფექცო საშუალებების, ხომ არ არის საშუალება, რომ საპატრიარქოს გადავცეთ უფასოდ საშუალებებითქო და ერთ-ერთმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა.

ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს. როცა გვეტყვიან სად და რომელ ტაძარში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, მზად ვართ გადავცეთ სადეზინფექციო საშუალებები შესაბამისი ინსტრუქციებით. გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა