10.ოქტომბერი .2019 21:00

"საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერთიფიკატებზე განთავსდება"

views 367
უკან

საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ამჟამად საპენსიო დანაზოგები განთავსებულია მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე, რაც იმას ნიშნავს რომ მას ვადიანობა არ აქვს.

,,ეს არის ყველაზე დაბალი სარგებელია, რაც შეიძლება რომ თქვენ ბანკში მიიღოთ და ეს არის 8 მილიონ 700 ათასი ლარი დაახლოებით, 8%-მდე. როდესაც ჩვენ განვათავსებთ დეპოზიტის სერტიფიკატებში და ვადიან ანგარიშებზე, იქ სარგებელი იქნება დაახლოებით 11-12 %, ასე ველოდებით."

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 %-ის ფარგლებში - აცხადებს ლევან სურგულაძე.

საპენსი სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემას 900,688 უნიკალური მონაწილე ჰყავს. ფონდის ღირებულება კი ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია. ამას ემატება დარიცხული სარგებელი, რომელიც 8,620,849 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდში 58,292 კომპანიაა ჩართული. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა