მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო სესხებზე ის საპროცენტო განაკვეთი, რაც "ლიბერთი ბანკს" ჰქონდა, იყო საბაზრო" – გიორგი კეპულაძე

620b91c3cc14c
სალომე ჭიპაშვილი
15.02.22 15:55
1340
„რეალურად გამოჩნდა, რომ ის საპროცენტო განაკვეთი, რაც „ლიბერთი ბანკს“ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ჰქონდა, იყო საბაზრო“- ასე შეაფასა პრემიერ–მინისტრის ახალი ინიციატივა, საპენსიო სესხებზე 26%–იანი საპროცენტო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით, „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

მისივე თქმით, დიდ ხანს მიმდინარეობდა განხილვა და მუდმივად იყო დავის საგანი საპროცენტო განაკვეთი იმ სამომხმარებლო სესხზე, რასაც „ლიბერთი ბანკი“ გასცემდა და დღესაც გასცემს საპენსიო ასაკის მოქალაქეებზე. საბოლოო ჯამში, მთავრობამ დათვალა, რა შეიძლება ჯდებოდეს ობიექტურად ეს სესხი და გადაწყვიტა ირიბად დაესუბსიდირებინა საპროცენტო განაკვეთი.

„სახელმწიფოს ახასიათებს ჩარევები და ეს 15 მილიონი(თანხა, რომელსაც სახელმწიფო პენსიის დამრიგებელ ბანკს გადაუხდის) ბანკებში სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების ირიბი სუბსიდირებაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო „ლიბერთი ბანკს“ პენსიის დარიგებაში არაფერს უხდიდა, რომელიც არამხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მიუწვდომელ ადგილებშიც ახორციელებდა თანხის მიწოდებას... ეს ყველაფერი კი გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული, თან მაღალი რისკის გათვალისწინებით, რადგან ჩვენთან ხანდაზმულ მოქალაქეებს არცერთი სადაზღვევო არ აზღვევს, რეალურად გამოჩნდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ საპროცენტო განაკვეთი მართალია, მაღალია საშუალო საპროცენტო განაკვეთზე, თუმცა არის საბაზრო“. - განაცხადა გიორგი კეპილაძემ.

მისივე განცხადებით, ნომინალურიდან 30,6 პროცენტიდან ჩამოვდივართ 25,5-ზე, საკონკურსო პირობებში ჩადებულია ისიც, რომ ყველანაირი საკომისიო იხსნება ანუ დამატებითი ხარჯი, დაახლოებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 26 პროცენტი გამოდის.

„სახელმწიფო კომისიის სურვილია მაქსიმუმი ჭერი იყოს 15 პროცენტი და ბანკებმა ერთმანეთში ივაჭრონ. მთავარი რისკია, რამდენად დაინტერესდებიან კომერციული ბანკები, რამდენად იქნება კონკურენცია მათ შორის ამ სეგმენტის მოპოვებისთვის“,- აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ.