მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ხდება, ამიტომ სწრაფად გადაიარაღება გვჭირდება" - "კაიროს ლოჯისტიკსი"

635932f746497
ანუკა ჯოხაძე
30.10.22 22:00
6637
ბოლო თვეების განმავლობაში შეკვეთები 30-40%-ით გაგვეზარდა, - ამის შესახებ BM.GE-თან საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "კაიროს ლოჯისტიკსის" დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა.

როგორც ნამადოვი ამბობს, რეგიონის ახალმა რეალობამ საქართველოს მიმართ, ინტერესი გაზარდა, რაც რიცხვებშიც აისახა. მისი განმარტებით, მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთიდან საქართველოს გავლით ევროპაში ტვირთების გადაზიდვაზეა გაზრდილი. ნამადოვი ამბობს, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს საქართველო მომზადებული ვერ შეხვდა.

“სამწუხაროდ, ქვეყანა მოუმზადებელი იყო, როგორც ინფრასტრუქტურულად ისე ტექნიკურად, რამაც გამოიწვია ჭარბი მოთხოვნა. თუმცა ბიზნესი სწრაფად ვითარდება, ჩვენც მათ შორის. ცოტა ხანში ჩვენი გუნდი წარდგება ახალი ლოგისტიკური ცენტრით, რომელიც თბილისთან ახლოს, გეზის მიდამოებში აშენდება.

გარდა ამისა, ქვეყანას სჭირდება სწრაფად გადაიარაღება, რადგან ჩვენ ვერთვებით გლობალურ ტრანზიტულ რუტინაში, სადაც ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი ხდება საქართველო. ეს ტვირთები წამოსულია როგორც სარკინიგზო, ისე სახმელეთო მიმართულებით", - ამბობს მიხეილ ნამადოვი.

მისივე თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისას კომპანიისთვის რთული ვითარება შეიქმნა, ვინაიდან "სატვირთო საშუალება გვქონდა უკრაინაში გაჭედილი, თუმცა ეს უსაფრთხოდ გამოვიარეთ". დღეს კი, ნამადოვის თქმით, კომპანიას დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა აქვს გაყიდვებში.