მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში" - პრეზიდენტი

625183677bc04
BM.GE
09.04.22 16:55
1191
"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„მინდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ. მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშის გაღვივებას. უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა.

საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს, საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა - დაჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა, გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ.

ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება, ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამდე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალ პარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიცდოეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც, თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ, თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენებას. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილის დიდებულ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.