14.სექტემბერი.2018 16:00
საფინანსო სექტორი

"საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური ეკონომიკაა"

"საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური ეკონომიკაა"
საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური და მიმზიდველი ეკონომიკაა, ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ,,საქმიან დილაში“ განაცხადა. მის თქმით, 2018 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო და წლის ბოლომდე ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი აჩქარება, ჩვენი პროგნოზებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება. ეს გამოიწვია სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის ექსპორტის ზრდამ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმი, ასევე პირდაპირი ინვესტიციები.

ჩვენ დღეს ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკად ვრჩებით რეგიონში. რომ შევადაროთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება, საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ეკონომიკა ინვესტიციების მოსაზიდად და ფულის ჩასადებად, მათ შორის რეგიონალური სერვის-ცენტრების განსავითარებლად სხვადასხვა დარგებში. თურქეთის კრიზისიც შეიძლება შესაძლებლობად გამოვიყენოთ, რადგან დღეს კაპიტალის მასიური გადინება მიმდინარეობს თურქეთიდან“ - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

როგორც "საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი აცხადებს ლარი რეგიონში ყველაზე სტაბილური ვალუტაა და უახლოესი 20 წლის განმავლობაში მას საფრთხე არ ემუქრება.

"რეგინალურ ჭრილში რომ განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ არავითარი კაპიტალის შეზღუდვა არ გვაქვს, ჩვენი ვალუტის ძალიან სწორი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს, პატარა ეკონომიკა ვართ, მაგრამ ყველაზე სტაბილური. ათი და ოცი წლის პერსპექტივაშიც რომ განვიხილოთ ჩვენს რეგიონში, გვაქვს საკმაოდ მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი, ძალიან დაბალი კორუფციისა და ბიუროკრატიის დონე და დღეს ვხედავთ, რომ მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალი საქართველოში შემოედინება“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
ავტორი: მაია ბიწაძე

23.ივლისი.2019 15:18
239

ქართული ბანკების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები 69%-ით გაიზარდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:15
163

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 17:08
849

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

ვრცლად
22.ივლისი.2019 12:40
315

„თიბისი ბანკმა“ ResponsAbility Investments-ისგან $10 მლნ-ის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:40
368

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტ ინვესტს” რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:50
476

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

ვრცლად