მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო სანქცირებული რუსი მილიარდერების ბიზნესის გაშლის ადგილად არ უნდა იქცეს”

6263e0f866232
ანუკა ჯოხაძე
23.04.22 18:30
1610
მიმდინარე წლის I კვარტალში მთავრობამ სახელწმიფოს საკუთრებაში არსებული 82 ქონების გასხვისება შეძლო. მათ შორის კი ყველაზე მსხვილ გარიგებებში რუსული კაპიტალი იკვეთება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვა დიდ რისკებს აჩენს. "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ამ გზით რუსმა სანქცირებულმა მილიარდერებმა შესაძლოა სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ. მისი თქმით, რუსული მხარის მხრიდან ოპერაციები შესაძლოა მესამე პირების გავლითაც კი ხორციელდებოდეს.

“რუსი მილიარდერები დასანქცირებულები არიან და საქართველო არ უნდა იქცეს მათი ბიზნესის გაშლის ადგილად, საიდანაც შეეცდებიან, რომ მათზე დაწესებულ სანქციებს გვერდი აურონ. ეს შეიძლება არ გააკეთონ პირდაპირ და გააკეთონ მესამე პირებზე გაფორმებული კომპანიებით. მითუმეტეს, თუ ეს არის მსხვილი ან საშუალო ბიზნესი, უნდა მიდიოდეს გადამოწმება და ისე ეძლეოდეთ მათ ოპერირების საშუალება.

მეორე მხრივ რომ შევხედოთ, რუსეთიდან ვიღაცას ფული გამოაქვს, ეს არის სანქციების ერთ-ერთი მიზანი. არცერთმა ქვეყანამ თუ არ მიიღოს ეს კაპიტალი და მითუფრო ეს კაპიტალი არ უნდა მოხვდეს ჩვენთვს საშიშ პროექტებში”-აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.