18.მაისი .2020 21:29

"საქართველო უნდა იქნას შეთავაზებული ბიზნესებისთვის, როგორც შესაძლო დანიშნულების ადგილი"

views 283
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის და ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად ელჩებმა კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს.

„საქართველოს მთავრობას არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ის გამოწვევები, რომელიც Covid-19-მა მოიტანა, ასევე ქმნიდა შესაძლებლობებს. Covid-19-თან ეფექტიანმა ბრძოლამ და მისგან გამოწვეული რისკების მართვამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ტრადიციულად ბრენდირებული თემების გარდა საქართველო ყოფილიყო ასევე უსაფრთხო დანიშნულების სახელმწიფო ტურისტული მიზნებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად ჩვენმა ელჩებმა მიიღეს კონკრეტული ინსტრუქციები. Covid-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ასევე მსოფლიოში დააყენა ახალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის რელოკაციასთან, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცვლილებასთან. საქართველო უნდა იქნას შეთავაზებული ამ ბიზნესებისათვის, როგორც შესაძლო დანიშნულების ადგილი, როგორც ქვეყანა, რომელშიც ძალიან ადვილი და მარტივია ბიზნესის წარმოება და ესაა დადასტურებული სხვადასხვა რეიტინგებში, არაერთი წელია. აგრეთვე, საქართველო არის ის სახელმწიფო რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ისეთ ბაზრებთან როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა რაც რეალურად მიმზიდველს ხდის ბევრი ბიზნესისთვის ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ელჩებს და დიპლომატებს მიეცათ დავალება, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა