მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო უნდა პოზიციონირდეს, როგორც ჭკვიანი ადამიანების ქვეყანა და არა მხოლოდ ხაჭაპურის და ხინკლის"

5e5549a29660b
ლევან თაღიაშვილი
26.02.20 00:20
2385
"საქართველომ პოზიციონირება უნდა მოახდინოთ, როგორც ჭკვიანი ადამიანების ქვეყანა და არა მხოლოდ ხაჭაპურის ან ხინკლის სამშობლო" - ასე პასუხობს ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს საქართველომ საინვესტიციო გარემო.

მისი თქმით, ქართველი სტარტაპერები ტოპ-კლასის ანტრეპრენერები არიან, მაგრამ ამის შესახებ მსოფლიოს დიდი ინფორმაცია არ აქვს და საქართველოს ძირითადად ტურისტული კუთხით იცნობენ.

"ყველამ იცის, რომ საქართველო ლამაზი და ტურისტებისთვის მიმზიდველი სახელმწიფოა, თუმცა ძალიან ცოტას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა თქვენი ქვეყანა რეგიონში მომავალი "სილიკონ ველი" გახდეს. ყოველდღიურად ვხვდები ახალგაზრდა ანტრეპრენერებს და გაოგნებული ვარ, ისინი ნამდვილად ტოპ კლასის სტარტაპერები არიან, მაგრამ მსოფლიომ ეს არ იცის. თქვენ პოზიცინორება უნდა მოახდინოთ როგორც ჭკვიანი ადამიანების ქვეყანა და არა მხოლოდ ხაჭაპურის ან ხინკლის სამშობლო" - განაცხადა მან.

ელჩის თქმით, საარჩევნო წელს ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ მათ მიერ წამოწყებული ბიზნესი დაახლოებით 5 წელიწადში მოგებას მოიტანს, ნებისმიერ სახელმწიფოში რთულია. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში მთავარ გამოწვევად მაინც ბაზრის სიმცირე რჩება.

"საქართველოში ბიზნეს გარემო მიმზიდველია, თუმცა აშკარად მეტი შეგიძლიათ. მთავარი გამოწვევა ინვესტორებისთვის მაინც პატარა ბაზარი რჩება. 3.7 მილიონი ადამიანი მომხმარებლების ძალიან პატარა ბაზაა. ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა თქვენ რომ მაგალითად ჰონგ-კონგი იყოთ, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე და მსყიდველობითუნარიანობა ძალიან მაღალია, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არაა, ვინ იცის, იქნებ მომავალში ასე მოხდეს. ინვესტორებს სჭირდებათ დარწმუნება, რომ მათ მიერ ჩადებული თანხები 5 წელიწადში მოგებას მოიტანს, თუმცა ამის გაკეთება არჩევნების წელს ძალიან რთულია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში. ძალიან პოზიტიური ფაქტორია, რომ თქვენ გაქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ჩინეთთან და შეიძლება მალე ინდოეთთან და აშშ-სთანაც ამოქმედდეს. გჭირდებათ მეტი მარკეტინგი და პოზიციონირება ბაზარზე" - განაცხადა ელჩმა.