მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტს მიიღებს EU-დან" - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

6050c1d692d2f
ინგა მურუსიძე
16.03.21 18:39
576
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოვაქსისგან საქართველოსთვის გაწეული დახმარება მისასალმებელია.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ღარიბაშვილთან შეხვედრისას საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა და კარგად იცის, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტს მიიღებს ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრადი მდგომარეობა იქნეს მიღწეული, აღდგეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.