მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი“ დაცვის სისტემას აძლიერებს

5f92b169e2fb3
თელარა გელანტია
23.10.20 14:34
2343
"საქართველოს ბანკი" მთელ ქსელში დაცვის სისტემას აძლიერებს. ამის შესახებ bm.ge-ის ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკა, თუ რას გულისხმობს დაცვის სისტემის გაძლიერება, უცნობია.

როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ბანკის მენეჯმენტმა 21 ოქტომბერს ზუგდიდის ფილიალში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge "საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა, მაგრამ ახალ გადაწყვეტილებაზე, ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობი რჩება.

შეგახსენებთ: 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეჭრილმა პირმა მძევლად 43 მოქალაქე აიყვანა და სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ყველა მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ ბოროტმოქმედმა თან წაიღო $0.5 მლნ. მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.