07.ივნისი .2021 15:39

"საქართველოს ბანკი" საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს - Newsweek-ი

"საქართველოს ბანკი" საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს - Newsweek-ი
views 262
უკან

ამერიკული გამოცემა Newsweek-ი "საქართველოს ბანკის" შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. გამოცემის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ "საქართველოს ბანკი" ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციის სათავეშია.

ამასთანავე, Newsweek-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის და მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში ქვეყნის პოზიციის შესახებ არის საუბარი. 

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსოფრმაციას აძლიერებს - Newsweek

"გასული ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური რეფორმების გლობალურ ლიდერად თავი დაიმკვიდრა. ახლა კი ქვეყანა მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატით გამოირჩევა.

მსოფლიო ბანკის 2020 წლის "Doing Business" რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიში მეშვიდეა - დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავსტრალიის წინ. საბანკო სექტორი ამ ტრანსფორმაციის ცენტრშია. ქვეყნის ფინანსურმა სექტორმა ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შექმნა, კერძო სექტორის მხარდაჭერა გააფართოვა და ტექნოლოგიურ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის აქტივებმა მშპ – სთან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს - 96%-ს მიაღწია.

"საქართველოს ბანკი" დიდი ხანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნის პროცესში წამყვან პოზიციაზე დგას. ქვეყნის ორი დომინანტი ბანკიდან ერთ-ერთს, სესხებსა და დეპოზიტებში (2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) 35-40% საბაზრო წილი აქვს.

მისი მომხმარებელთა ბაზა 2.3 მილიონს მომხმარებელს და დაახლოებით 233,000 ბიზნესს შეადგენს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ორი მესამედით საცალო ვაჭრობის სეგმენტისგან, (მცირე და საშუალო ბიზნესის ჩათვლით) ხოლო დანარჩენი წილი კი კორპორატიულ სეგმენტისგან შედგება. ”საქართველოს ბანკმა ნამდვილად ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამ ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში და, მრავალი თვალსაზრისით, საქართველოში კორპორატიული მართვის კულტურის ჩამოყალლიბებაში”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, ბანკის გენერალური დირექტორი.

"საქართველოს ბანკი" მრავალი წელია, რაც საქართველოში უცხოელი ინვესტორების სანდო პარტნიორია. "საქართველოს ბანკს" დიდი ისტორია აქვს, რომელიც 1993 წელს იწყება. ბანკმა 2003 წელს დაიწყო განვითარების ახალი პერიოდი, ახალი პროდუქტების შეთავაზების ტალღით, საკრედიტო ბარათებიდან - იპოთეკამდე. ეს იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც განათავსა ევროობლიგაციები და პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე დაილისტა. კომპანიამ IPO ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წელს განახორციელა. ბანკი სწრაფად მზარდი ქართული კომპანია გახდა, საიმედო და სტაბილური პარტნიორი საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

2008-09 წლებში, გლობალური ფინანსური კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს ომის გავლენის მიუხედავად "საქართველოს ბანკმა" მომგებიანობის შენარჩუნება შეძლო. რთულ პერიოდებში შესანიშნავი მაჩვენებლების ასახავს როგორც ბანკის, ისე სისტემის საერთო სიძლიერეს, სადაც საქართველოს ბანკი და სხვა ბანკი მთლიანი აქტივების 75% -ს შეადგენს.

”ჩვენი საბანკო სისტემა სტაბილურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და მისი აღდგენისთვის. ბანკები ზედმიწევნით მისდევენ კაპიტალის მართვის მაღალ სტანდარტებს, ”- ამბობს გაჩეჩილაძე. ”საბანკო სისტემის საიმედოობა და მდგრადობა, ორ მთავარ მოთამაშესთან ერთად, ათწლეულზე მეტია შესწავლილი და გამოცდილია.

საქართველოს ბანკი ღია სააქციო საზოგადოებაა, ინვესტორთა ძლიერი ინსტიტუციური ბაზით. ბოლო 20 წელია აქციონერთა უფლებების მიმართულებით ჩემპიონები ვართ, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებისა და კორპორატიული მართვის სამაგალითო პრაქტიკის შემუშავებით, რაც მსოფლიოს ამ ნაწილისთვის უნიკალურია. ჩვენ კიდევ უფრო ვამახვილებთ ყურადღებას გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის საკითხებზე და ვაგრძელებთ ვიყოთ საქართველოში ბიზნესის წარმოების სათავეში. ”

საქართველოს ბანკისთვის მისი მომხმარებლები, აქციონერები და პერსონალი მთავარი პრიორიტეტია. ბანკისთვის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია; მომხმარებლებისა და თანამშრომლების უკუკავშირი, მისასალმებელია და ინტეგრირებულია კომპანიის პოლიტიკაში. ეს მიდგომა არ არის ფართოდ გავრცელებული ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ”მომხმარებელთა კმაყოფილებასა და თანამშრომელთა გაძლიერებაზე ფოკუსირება ჩვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე. ”ჩვენი ბრენდი ფართოდ აღიარებულია. ჩვენ ვართ ყველაზე სასურველი სამუშაო ადგილი კურსდამთავრებულებისთვის და ყველაზე სანდო ბანკი მომხმარებლებისთვის. ”

გაციფრულების, ე.წ. "დიჯიტალიზაციის" პროცესი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკის მიზნების შესრულებაში, რათა მომხმარებლამდე უფრო მეტი და უკეთესი პროდუქტი მივიდეს. ბანკი მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუწყოს. ” ტექნოლოგიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენი სისწრაფე და ინოვაციების კულტურისკენ მუდმივი სწრაფვა გვხდის გამორჩეულს. მონაცემების და ტექნოლოგიების ეპოქა ცვლის ბიზნესს ”, - ამბობს გაჩეჩილაძე.

”ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების განვითარებას და ციფრული პლატფორმების სრულყოფილად დახვეწას, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უპრობლემო გამოცდილება და უფრო შესაბამისი, პერსონალიზებული პროდუქტები და მომსახურება. 2020 წლის ბოლოს ჩვენ 760,000 აქტიური ციფრული მომხმარებელი გვყავდა, რაც 33,6% –იანი წლიური ზრდაა. ბაზრის წამყვანი გადასახადების ფრენჩაიზითა და ჩვენი მობილური აპლიკაციის პოპულარობით, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ მომავლის ბანკის და მდგრადი ღირებულებების შექმნას. ”

საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესისთვის საჭირო ახალ შესაძლებლობებსაც ხედავს. გაჩეჩილაძე განსაკუთრებულ ზრდას ელოდება იმ მიმართულებებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: საცალო ვაჭრობა, მცირე და საშუალო და მიკრო საწარმოები და თვითდასაქმებული პირები. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3,5% –ით პროგნოზირებენ, საშუალოვადიან პერიოდში კი 5% –ზე მეტით.

ქვეყნის წამყვანი ბანკი მზადაა ეკონომიკური ზრდის შემდეგი ტალღის მხარდასაჭერად. ბანკი მხარს უჭერს ინვესტორებს, რომლებსაც სურთ საქართველოს განვითარების ისტორიის ნაწილი გახდნენ.

”სანამ ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის, დაბალი გადასახადებისა და გამჭვირვალობის ერთგულები, საქართველო გააგრძელებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას”, - ამბობს გაჩეჩილაძე. ”ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საჭირო ზრდა აღმოსავლეთ ევროპის დონეზე მოხდება. ეს უნიკალურ შანსს აძლევს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ პროცესში. საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონში ბიზნესის წარმოების საყრდენი. საქართველოში ბიზნესის გაფართოვებისა და განვითარების მრავალი მიმართულება არსებობს.”

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა