"საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა.
როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, სათბურში დარგულია 8000 ძირი ვარდი. მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 210,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ამჟამად საქმიანობაში 7 ადამიანია ჩართული.
„საქართველოს ბანკი სხვადასხვა დარგის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და ქმნიან მეტ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბური აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობის განვითარებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში ყველა დასაქმებულს. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ პროექტებს.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა