"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ამ მიზნით, "საქართველოს ბანკმა" და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) მეწარმე ქალებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობები შექმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესები, რომლებსაც სურთ მოაწესრიგონ და გააციფრულონ ბუღალტერია, სამი თვის მანძილზე, სრულიად უფასოდ შეძლებენ ისარგებლონ Nexia TA-ს მომსახურებით.
„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო ვაძლიერებთ მცირე და საშუალო ზომის ბინზესებს და განსაკუთრებით იმ ბიზნესებს, რომელთა დამფუძნებლები (ან 50%-იანი წილის მფლობელები) ქალები არიან. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და Nexia TA-სთან ერთად ჩვენ შევქმენით ახალი ციფრული შესაძლებლობა ქალი მეწარმეებისთვის. ეს მათ დაეხმარებათ, ჰქონდეთ მოწესრიგებული ბუღალტერია, უკეთ დაინახონ მათი კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობა, ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებითა და წინასწარდამტკიცებული საკრედიტო ლიმიტებით. ასევე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გახადონ კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი. მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და Nexia TA-ს, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს შესაძლებლობებს ქალი მეწარმეებისთვის“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
„პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ ისეთ ქალ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესებს წარმატებით უძღვებიან“, - განაცხადა JICA-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ.
„პროექტის ფარგლებში, 10 კომპანიას გავუწიეთ მომსახურება, რომელსაც ქალები უძღვებიან. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება, მხარდაჭერა და ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვა, სულ უფრო აქტუალური ხდება. Nexia TA ყოველთვის მზად არის განახორციელოს პროექტები და აქტივობები, რომლითაც ქალები მოახდენენ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზებასა და ბიზნესების განვითარებას“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა, Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა.
ინფორმაციისთვის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისი საქართველოში 2017 წელს გაიხსნა. მას შემდეგ სააგენტო ჩართულია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ადამიანური რესურსების განვითარება, ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და გარემოს განვითარება. JICA-ს დღემდე განხორციელებული აქვს არაერთი საგრანტო პროექტი. JICA საქმიანობას ახორციელებს ველზე ორიენტირებული მიდგომით, ადამიანის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება