საქართველოს ბანკის ჩართულობით, გორის სოფელ ბერბუკში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა.
როგორც BM.GE-ის საქართველოს ბანკიდან აცნობეს, რეგპროექტის ფარგლებში მეწარმემ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, რომელთა ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. ჯამში პროექტში ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 187 000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით, ბიზნესში 5 ადამიანია დასაქმებული.
„მოხარული ვართ, რომ "საქართველოს ბანკის" ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო გაფართოვდა. გორის სოფელ ბერბუკში კალმახის წარმოების ზრდა ხელს შეუწყობს როგორც საკალმახე მეურნეობის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.
ცნობისთვის: მეურნეობა 2011 წლიდან ოპერირებს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კი მას სალიფსიტე და სამაცივრე მეურნეობები შეემატა. საკალმახე წარმოებული ლიფსიტის ნაწილს ზრდის საკუთარ მეურნეობაში, ხოლო ნაწილს რეალიზაციას უკეთებს სხვა საკალმახეებში. მეწარმე ასევე ახდენს თევზის წარმოებას და მას ყიდის სავაჭრო ქსელურ მარკეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი საკალმახის გაკეთება, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს კალმახის, ზუთხისა და კალმახის ხიზილალის შეძენას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ