მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ციფრულ მიმართულებას ლევან გომშიაშვილი გაუძღვება

63dfc47c534b5
BM.GE
05.02.23 18:50
1080
სტატიაში საუბარია:
„საქართველოს ბანკის“ ციფრულ მიმართულებას ლევან გომშიაშვილი გაუძღვება, რომელიც ასევე განაგრძობს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელობას.

ლევან გომშიაშვილი „საქართველოს ბანკს“ 2019 წელს შეუერთდა და მისი უშუალო ჩართულებით ბანკმა არაერთი წარმატებული მარკეტინგული კამპანია განახორციელა, მათ შორისაა: არ გაჩერდე, გზა სულ არის, შესაძლებლობები უსაზღვროა და 500 Startup-თან პარტნიორობა.

მას მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი ედინბურგის უნივერსიტეტში, შოტლანდიაში აქვს მიღებული. მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით კი გომშიაშვილს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ციფრული მიმართულების სრულყოფა „საქართველოს ბანკის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით კომპანიამ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯიც გადადგა.