საქართველოს ბანკსა და ანაგი დეველოპმენტს SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვთ, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბინა ანაგი დეველოპმენტის პროექტებში „Park Home საბურთალო“ და „Park Home ვაკე“. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი ექსკლუზიური, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ შიდა 0%-იანი განვადებით, გადაიხადონ 20% პირველადი შენატანის სახით, 30% დაფარონ მშენებლობის დასრულებამდე და დარჩენილი 50% კი ბინაში გადასვლისას.
Park Home საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს გაზაფხულის ქუჩაზე, დელისის მეტროდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით. კომპლექსი აერთიანებს 2 აუზს, ფიტნესცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, კომერციულ, გასართობ ობიექტებს და სხვ. Park Home საბურთალოზე ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან და ბარდება სრულად გარემონტებულ კონდიციაში, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის სექტემბერი.
Park Home ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული, აერთიანებს 3 დამოუკიდებელ შენობას, საბავშვო, სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს, ლობებს კონსიერჟის მომსახურებით და 2 ჰექტარი ფართობის პარკს. Park Home ვაკეში ბინების მინიმალური ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის ივლისი.
შეთავაზების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია:
https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/603e0c87464588030c5ba4d5
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა