მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" დირექტორის მოადგილე მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ: ამოხსნას ძალიან მალე მოვძებნით

5e68836a7bbc2
სალომე მეცხვარიშვილი
11.03.20 10:46
1834
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჭილაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობა და კერძო სექტორი გამოსავალს მალე მოძებნის.

ამის შესახებ მან საბანკო სექტორის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები და აზრები ვითარებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა მოკლე ვადაში იმ სექტორების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარეები არიან კორონავირუსიდან გამომდინარე. ეს არის ტურიზმის სექტორი, ძირითადად. ერთობლივად შევთანხმდით იმაზე, რომ ამოხსნას ძალიან მალე მოვძებნით”,- აცხადებს გიორგი ჭილაძე.

მთავრობა და სებ-ი ბანკებს შეხვდნენ - როგორ დაეხმარებიან ტურიზმის სექტორს?